ბიუჯეტი მიღებულია – მთავრობა 2023 წელს რეკორდულ 21.9 მილიარდს დახარჯავს
- ეკონომიკა
- დეკემბერი 15, 2022
- 122
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
სამინისტროების მიხედვით დაფინანსებები ასე ნაწილდება:
● ჯანდაცვის სამინისტრო – 6,858 მლნ, ზრდა 2022-თან 620.9 მლნ ლარი;
● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3,331 მლნ, ზრდა 2022-თან 355.9 მლნ ლარი;
● განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2,031 მლნ, ზრდა 2022-თან 345.9 მლნ ლარი;
● თავდაცვის სამინისტრო – 1,260 მლნ, ზრდა 2022-თან 177.6 მლნ ლარი;
● შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1,106 მლნ, ზრდა 2022-თან 143.5 მლნ ლარი;
● გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 698 მლნ, კლება 2022-თან -44.6 მლნ ლარი;
● ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 558 მლნ, კლება 2022-თან -374.2 მლნ ლარი;
● კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 431 მლნ, ზრდა 2022-თან 30.4 მლნ ლარი;
● იუსტიციის სამინისტრო – 392 მლნ, ზრდა 2022-თან 71.8 მლნ ლარი;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო – 186 მლნ, ზრდა 2022-თან 9.4 მლნ ლარი;
● ფინანსთა სამინისტრო – 106 მლნ, ზრდა 2022-თან 0.6 მლნ ლარი.
მსხვილი სამინისტროების მიხედვით, ცვლილებები ასე ნაწილდება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ პირველად გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით (ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 561.1 მლნ ლარით). ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია:
o მოსახლეობის სოციალური დაცვა – 4 813,9 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 792,7 მლნ ლარით (ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 702.4 მლნ ლარით).
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 293,7 მლნ ლარით, მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
o სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 293,4 მლნ ლარი, რაც წინა წლის პირველ დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136,0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 975.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1 543,2 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში გათვალისწინებულია 1 418.8 მლნ ლარამდე. ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
o საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები – 1 894.0 მლნ ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1 231,5 მლნ ლარი;
o რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 347,9 მლნ ლარი;
o წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 520,0 მლნ ლარი;
o მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა – 67,0 მლნ ლარი;
o ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 137,3 მლნ ლარი;
o სხვა დანარჩენი პროგრამები – 9,7 მლნ ლარი.